ედინბურგის ფესტივალზე ნიკოლოზ საბაშვილი სპექტაკლით „ქაღალდის წვიმა“ წარდგება

  14-29 აგვისტოს ქ. ედინბურგში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ქაღალდის წვიმა“ წარდგება.
“ქაღალდის წვიმა”, რომელმაც თეატრალური პრემია “დურუჯი”დაიმსახურა, ოთხი კლოუნის სახალისო და, ამავე დროს, სევდიანი ურთიერთობების შესახებ გვიყვება. სპექტაკლი კომიკური მოტივებითაა გაჯერებული და მსახიობების უსიტყვო თამაშს წარმოადგენს. “ქაღალდის წვიმას” არ აქვს ენობრივი და ასაკობრივი ბარიერი. მისი ნახვა შეუძლია ბავშვსაც და ასაკოვან მაყურებელსაც, ქართველსაც და უცხოელსაც.
ედინბურგის თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად აგვისტოში იმართება, სადაც წარმოდგენილია კლასიკური მუსიკის, ოპერის, თეატრების, ცეკვების ერთობლიობა სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი ასევე მასპინძლობს ვიზუალური ხელოვნების გამოფენებს, შეხვედრებსა და ვორქშოფებს.
პროექტი ინიცირებულია ნ. დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ და ხორციელდება კულტურის სამინისტროს „ქართული სეზონის“ პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები