დღეს დიდგორობაა

  დღეს დიდგორობაა. დილიდან დიდგორში სახალხო დღესასწაულს ზემობენ. ღონისძიებებს მინისტრებთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ ახალი მედლის „დიდგორის ჯვარის“ შემოღება გადაწყვიტა. მედლით სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო და საომარი ქმედებების დროს გაბედული ქმედებებისთვის დააჯილდოვებენ. დიდგორში 1121 წელს ქართულმა ჯარმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ სელჩუკთა არმია დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები