საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მუხლობრივად, მეორე მოსმენით იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება საპარლამენტო კონტროლის გაუმჯობესების მიმართულებით.

„შესრულდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაცია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისა და დახვეწის მიმართულებით”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. რეგლამენტის პროექტი უზრუნველყოფს საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები