დავით სონღულაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს, ვოუტერ ბოსუს შეხვდა.
სამუშაო ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესები და რეფორმები განიხილეს. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველობითი როლის გაუმჯობესებას. დავით სონღულაშვილმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს, საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და საქართველოში სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ეფექტიან თანამშრობლობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – ეკა სეფაშვილი, სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – სელიმ ჩაკირი და დელეგაციის სხვა წევრები.