ილია დარჩიაშვილი: ჩვენ ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირთან და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

დღეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სადაც შეიკრიბნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები და ასევე, მოწვეულია ყველა იმ სახელმწიფოს პირველი პირი, ვისი პოლიტიკური ასოცირებაც, პოლიტიკური მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან. საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც გათვალისწინებული იყო დღის წესრიგით.

„მოსახლეობას ალბათ ახსოვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა აღნიშნული ინიციატივა, მაშინ არსებობდა ძალიან ბევრი კითხვა ამ ინიციატივის ფორმასთან დაკავშირებით. დღეს სწორედ პრაღაში მოხდა აღნიშნული პლატფორმის პრაქტიკული იმპლემენტაცია, სადაც გამოჩნდა ის დიდი სურვილი და მზაობა, რომელიც აქვთ ევროპელ ლიდერებს იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის, ევროპასთან დაკავშირებული სახელმწიფოების მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მოხდეს კონსოლიდაცია საერთო ძალების იმისთვის, რომ ერთი მხრივ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მიღმა და მეორე მხრივ, იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ამ მიმართულებით. ჩვენ განსაკუთრებული, ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს ევროკავშირთან და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ასოცირების დღის წესრიგი ევროკავშირთან შეთანხმებული, რომელსაც ჩვენ მიზანმიმართულად და შედეგზე ორიენტირებული აქტივობებით მივყვებით, მეორე მხრივ ეს ინიციატივა შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ჩვენთვის ყველა ინიციატივა, ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გაძლიერებაში, ევროპული ინტეგრაციის პროცესების დაჩქარებაში, ჩვენთვის მისასალმებელია და ჩვენ ამ პლატფორმაშიც აქტიურად გავაგრძელებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები