ილია დარჩიაშვილი: პრემიერ-მინისტრს არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა შარლ მიშელთან, რომელმაც სამუშაო რეჟიმში ჩაიარა

პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს, არაფორმალური შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, რომელმაც სამუშაო რეჟიმში ჩაიარა.

„როგორც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ისე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრს ჰქონდა კონკრეტული საკითხები, სადაც მან მთავარი აქცენტი გააკეთა იმ დღის წესრიგზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს იმისთვის, რომ რეაგირება და ფოკუსი გააკეთოს იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც მიღებული გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან.

პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან ესაუბრა, თუ რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ რეკომენდაციებთან მიმართებაში გადავდგათ კონკრეტული ხელშესახები ნაბიჯები და ჩვენ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას. ვფიქრობ, ორივე შეხვედრა იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი და ამას ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები