ძალიან მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ ევროპელი ლიდერებისგან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის შეხვედრა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა, იყო ძალიან მეგობრულ გარემოში.
„ოპტიმიზმი, რომელიც დღეს გვაქვს და ახლავს ყველა ჩვენ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებული 12 პუნქტის შესრულებასთან, ახლავს ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას. მინდა დაგიდასტუროთ და გითხრათ, რომ ეს ოპტიმიზმი ევროპელი ლიდერებისგან მივიღეთ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს პროცესი, რომელიც თანხვედრაშია ყველა იმ საჭირო მოთხოვნასთან, რომელიც დააყენა ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიმართულებით ოპტიმიზმით ვართ, რადგან ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა, საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ხვალინდელი დღეა და ამ მიმართულებით აქტიურად გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.