„გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და ევროკავშირის გზაზე წარმატება ჰქონდეს“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და სურს, რომ ქვეყანა დაწინაურდეს და ევროკავშირის გზაზე წარმატება ჰქონდეს.

„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.

ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე.  რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს.

ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები