პრემიერი: მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ესტონელ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობა გაუწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“.

მთავრობის მეთაური საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი როლი.

„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე  ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად.

ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს.

ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები