ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა, სააკაშვილისა და კეზერაშვილის “შავი ფულია”

“ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა, სააკაშვილისა და კეზერაშვილის “შავი ფულია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს თანხები გახდა პარტიაში შიდა დაპირისპირების მიზეზი.

„ეს არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, რომელიც მათ მოიპარეს საქართველოში. არამარტო მოიპარეს, ყაჩაღურად აქვთ ეს ფული ნაშოვნი და ახლა ცდილობენ ამ ფულის ინვესტირებას საქართველოში. ამ “შავი ფულის” გარშემო მიმდინარეობს ბრძოლა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც ამ დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ. შავი ფული მათ არასოდეს უჭირდათ. 9 წელი ძარცვეს ეს ქვეყანა და ხალხი. ფული მათ არ აკლიათ და ,,შავი ფული,, ყოველთვის ტრიალებს, განსაკუთრებით – საარჩევნო პერიოდში და ასევე მიმდინარე ხარჯებიც ბევრი აქვთ, თუმცა, ამით წარმატებას ვერ აღწევენ. პირიქით, ეს ფული შიდა დაპირისპირების გაღრმავების მთავარი საგანი გახდა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები