კობახიძე – ხაშურში მომხდარ დაპირისპირებაზე: მოვუწოდებ ჩვენი პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ

სადაც არის ხაბეიშვილი, მელია ან სხვები, იქ არის პროვოკაცია. ეს ყოველთვის ასეა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ხარაგაულის საკრებულოსთან მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

კობახიძემ პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

„რეალურად, ეს ადამიანები ცდილობენ პოლარიზაციის გაღვივებას. ამით გამოირჩევა ხაბეიშვილი. სადაც არის ხაბეიშვილი, მელია ან სხვები, იქ არის პროვოკაცია. ეს ყოველთვის ასეა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მათ უნდათ პოლარიზაციის გაღვივება. მოვუწოდებ ჩვენს პარტიის წევრებს, აქტივისტებს, მხარდამჭერებს, რომ ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდნენ. მოვუწოდებ მათ სიმშვიდისკენ. არ უნდა მივცეთ ასეთ ადამიანებს, პროვოკატორებს, რაიმე პროვოკაციის წარმატებით განხორციელების საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ხარაგაულში საკრებულოს შენობასთან ხმაური იყო. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ნაცმოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში შესვლას შეეცადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები