სოზარ სუბარი: ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოვახერხებთ კონსტრუქციულად მუშაობას იმ საკითხებზე, რასაც ქვეყნის განვითარება ჰქვია

გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იქნება და ეს ნორმალური მოვლენაა. როცა ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, მაშინაც იყო საკითხები, რომლებზეც შეგნებულად არ მიმიცია ხმა და ეს მითქვამს ჩვენი გუნდის წევრებისთვის. შეიძლება ასეთი საკითხები კიდევ უფრო ბევრი იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მმართველ გუნდთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას შეძლებენ.

„რომ ვთქვათ, რომ ამდენი ხანი ერთად ვიყავით, ერთ სათქმელს ვამბობდით, ერთი პოზიცია გვქონდა და ახლა გადაგვიტრიალდა გონება, ძალიან უსინდისო უნდა იყო. არიან „ოცნებიდან“ უფრო ადრე გასული ადამიანები, რომლებიც მეორე დღესვე იწყებენ კრიტიკას, თან ისეთ სფეროებში, რომელსაც თვითონ წარმოადგენდნენ. პრემიერის [ყოფილი] ეკონომიკური მრჩეველი საუბრობს როგორ ჩამოიქცა ქვეყანა 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა ასეთ უსინდისო ნაბიჯებს არ გადავდგამთ. გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იქნება და ეს ნორმალური მოვლენაა. როცა ვიყავი „ქართული ოცნების“ წევრი, მაშინაც იყო საკითხები, რომლებზეც შეგნებულად არ მიმიცია ხმა და ეს მითქვამს ჩვენი გუნდის წევრებისთვის. შეიძლება ასეთი საკითხები კიდევ უფრო ბევრი იყოს, მაგრამ, მთლიანობაში, მე ვფიქრობ რომ მოვახერხებთ კონსტრუქციულად მუშაობას იმ საკითხებში, რასაც ჰქვია ქვეყნის განვითარება. ძირითად საკითხებში ჩვენ გვაქვს აზრთა თანხვედრა. ნებისმიერ საკითხში შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა გუნდის შიგნითაც და მით უმეტეს ჩვენ ვართ უმრავლესობის წევრები და უმრავლესობის წევრები სწორედ იმიტომ ვართ, რომ ძირითად სტრატეგიულ საკითხებში გვაქვს ერთიანი ხედვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები