გია ვოლსკი: ეძებეთ რუსეთის აგენტი იქ, სადაც ყველაზე მეტს ყვირიან პროდასავლურობაზე, თუმცა საქმით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად 2006 წლის ივლისიდან მოყოლებული, არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ

ეძებეთ რუსეთის აგენტი იქ, სადაც ყველაზე მეტს ყვირიან პროდასავლურობაზე და რეალურად საქმით, არცერთი ნაბიჯი, არცერთი დღე არ ყოფილა 2006 წლის ივლისიდან, რომელიც მიმართული იქნებოდა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, იმ გეგმით, რომელიც გააჩნდა აშშ-ს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილის ხელისუფლებიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ 2006 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, როდესაც ბრძანებულებით დააგვირგვინა, რომ რუსეთი თურმე 8 აგვისტოს შემოიჭრა საქართველოში. ომი იწყებოდა ივლისში, ეს კიდევ რუსეთს ელაპარაკებოდა და ტელევიზიით გვამცნო, რომ საერთოდ არ აინტერესებს რუსეთს ცხინვალის რეგიონი. თუ ეს არ არის ღალატის რაღაც გამოხატულება, მაშინ არის უჭკუობა, არ ვიცი რა სიტყვა მოვუძებნო, მაგრამ ამას ვერანაირად სხვა შეფასებას ვერ მივცემ. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება შედგენილია 36 სამხედრო დამკვირვებლის ინფორმაციის საფუძველზე. არცერთი მოხსენება და არცერთი რეზოლუცია არ არის ისეთი, სადაც ნაჩვენები არ არის თარიღებით და თემატურად, თუ როგორ ახდენდნენ რუსების ინტერესების რეალიზაციას მოყოლებული 2006 წლის ივლისიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები