პარლამენტმა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც მომხსენებელმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განმარტა, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა მცენარის სელექციონერის დაუცველობამ განაპირობა, ვინაიდან სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ ვერ ახერხებდა სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას.

მისივე განმარტებით, საქართველოში აკრედიტირებული სუბიექტი არ არსებობდა, რომელიც მოახდენდა სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას. მსგავსი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს არარენტაბელურს ხდიდა.

კანონპროექტით საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპეტენტურ სუბიექტს განსაზღვრავს, რომელსაც უფლებამოსილებას მიანიჭებს აწარმოოს მცენარის გამოცდა განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე, დასკვნა კი თავის მხრივ, ვალიდური იქნება საქპატენტის მიერ სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები