ბექა დავითულიანი: ჩემი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საქართველოსთვის საერთოდ არ არის აქტუალური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საქართველოსთვის აქტუალური არ არის.

მისივე თქმით, ერთადერთი პრეცედენტი დედამიწაზე, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უკრაინაა.

“პირადად ჩემი აზრით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი საქართველოსთვის საერთოდ არ არის აქტუალური. ჩემი აზრით, ეს კანონი თავის დროზე რეკომენდაციად უკრაინის პრობლემატიკიდან გამომდინარე იყო ჩაწერილი, მაგრამ რადგან ჩვენზეც გავრცელდა ეს რეკომენდაცია, კი ბატონო, თანახმა ვართ და ვიღებთ კანონს. ერთადერთი პრეცედენტი დედამიწაზე, სადაც ასეთი კანონი არსებობს, უკრაინაა. ეს კანონი რომ მოსწონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმიტომ შემოგვთავაზეს სხვა ქვეყნებსაც, რომ გაგვეზიარებინა. ამიტომ ვიღებთ უკრაინის კანონს. ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია, მაგრამ ბაზად, საფუძვლად მას ვიღებთ, რადგან სხვა არ არსებობს და ამ ბაზაზე დაფუძნებით ვმუშაობთ“, – განაცხადა დავითულიანმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები