კელი დეგნანი: გარშემო უამრავი დეზინფორმაციაა, ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს

30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, ეხმარებოდა საქართველოს და მხარს უჭერდა სუვერენიტეტს, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება, თუმცა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გრძელდება, აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას არამხოლოდ უსაფრთხოების მხრივ, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხითაც.

„მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ განვითარებაზე საქართველოში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აქ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ მათთან, ვინც, როგორც ჩანს, აპირებს, ძირი გამოუთხაროს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან განცხადებები, აშშ-სა და საქართველოს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მირჩევნია, ფაქტებით, სიმართლით ვიხელმძღვანელო. გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, ეხმარებოდა საქართველოს და მხარს უჭერდა სუვერენიტეტს, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში.

კარგი ეკონომიკური ციფრები, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, გარკვეულწილად, ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ აშშ-მ, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობრებმა უზრუნველყვეს, დახმარებოდნენ საქართველოს კოვიდპანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. დახმარებოდნენ, რათა ყოფილიყო კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში ამ უპრეცედენტო ვითარებაში და დამატებით, უკრაინაში რუსეთის ომის გავლენის ფონზე. 30 წლის განმავლობაში, აშშ ასევე ცდილობდა, საქართველოს განევითარებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს დიდი რწმენა, რომ ეს ქვეყანა მიემართა მტკიცე, ჯანსაღი დემოკრატიისკენ. ქართველი ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში მოითხოვს. აშშ ძალიან ამაყი და მოხარულია, დაეხმაროს საქართველოს ამ ყველა მიზანში – ძლიერი უსაფრთხოება, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ველოდებით ამ პარტნიორობის გაგრძელებას. დღეს მე შევხვდი სპიკერს და ეს არის კარგი შესაძლებლობა, განვაახლოთ პარტნიორობა და ვისაუბროთ გზებზე. USAID და აშშ-ის საელჩო განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ გზაზე. ყველას გვსურს ამის ხილვა – საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრირებული“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები