მიხეილ სარჯველაძე – საარჩევნო რეფორმაზე: პრაქტიკულად, არ არსებობს კრიტიკული მოსაზრება კანონში ამჟამად ასახული დებულებების წინააღმდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა, რომ კანონში ამჟამად ასახული დებულებების წინააღმდეგ კრიტიკული მოსაზრება არ არსებობს.

მისივე თქმით, რეფორმა მხარდაჭერას იმსახურებს.

“ამ შემთხვევაში, აქცენტი გაკეთდა ეუთო/ოდირ-ის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე, თავის დროზე. ეს მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა გაუმჯობესების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტული ინიციატივის წარდგენის შესახებ. პრაქტიკულად, არ არსებობს კრიტიკული მოსაზრება კანონში ამჟამად ასახული დებულებების წინააღმდეგ. არის განსხვავებული შეხედულებები, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც სხვა საკითხებიც სასურველია ვინმესთვის რომ დარეგულირდეს. კონტრარგუმენტი და კრიტიკული მოსაზრება, მე პირადად, ნამდვილად არ მომისმენია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს არის კარგი ინიციატივა, ის აუცილებლად იმსახურებს მხარდაჭერას და ვფიქრობ, რომ ასეც იქნება საპარლამენტო განხილვების დროს”, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები