“ქართული ოცნება” კიდევ 5-მა დეპუტატმა დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა

მმართველ გუნდს კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და საზოგადოებრივ მოძრაობა “ხალხის ძალას” უერთდება. “ქართული ოცნებიდან” გადიან ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია.

ამრიგად, “ხალხის ძალას” პარლამენტში უკვე 9 დეპუტატი ჰყავს. ასევე მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები