გურამ საღარაძის აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ალბომი მზადდება

  გურამ საღარაძის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების დიდი ალბომი დამზადების პროცესშია.
2014 წელს საქრათველოს სახალხო არტისტს, მსახიობს, ქართული პოეზიისა და პროზის მხატვრული კითხვის დიდოსტატს გურამ საღარაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება კრებულის გამოცემა, რომელიც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დაფინანსებით მზადდება.
ალბომის მომზადება ჯერ კიდევ სიცოცხლეში თავად ბატონ გურამ ჰქონდა დაწყებული “სანო სტუდიაში“, სადაც დღემდე გრძელდება ალბომზე მუშაობა. ბატონმა გურამმა არაერთი ჩანაწერი გააკეთა გარდაცვალებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე…
ალბომში თავმოყრილი იქნება გურამ საღარაძის სხავდასხვა დროს წაკითხული ქართული პროზისა და პოეზიის მარგალიტები და უნიკალური ვიდეოჩანაწერები მისი შემოქმედებიდან.
ალბომი უფასოდ გავრცელდება ბიბლიოთეკებში, მედიათეკებში და სხვადასხვა სახელოვნებო არქივებში იმისათვის, რომ მომავალ თაობას შესაძლებლობა ჰქონდეს, გაეცნოს უდიდესი ქართველი არტისტის შემოქმედებას.
კრებულის წარდგენა სექტემბერში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები