გიორგი მღებრიშვილმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო

   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული 4 თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო და მათი მემორიალი თაიგულით შეამკო. მინისტრის თქმით, ჯარისკაცების მშობლიურ რაიონებში ჩასვლას და მათი ოჯახების პირადად გაცნობას გეგმავს. სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის რიგითები: გიორგი აბიათარი, ბესიკ მამიაური, გოჩა ილურიძე და ილია შავერდაშვილი სოფელ ერედვში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისას დაიღუპნენ. დაღუპული ჯარისკაცები ყვარლის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს რაიონებში არიან დაკრძალულნი. სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ტრადიციულად, ყოველ 8 აგვისტოს, საფლავებზე გადიან და დაღუპულ ჯარისკაცებს სამხედრო პატივს მიაგებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები