ირაკლი ღარიბაშვილმა ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

  „ჩვენთვის ძალზე ფასეულია, რომ წლების მანძილზე განუზომელი წვლილი შეგაქვთ საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში“ – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტს ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებლია, რომ თურქეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობა მომავალში კვლავაც წარმატებულად გაგრძელდება.
თქვენო აღმატებულებავ,
მინდა გულითადად მოგილოცოთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და გისურვოთ წარმატებები თქვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
არჩევნებმა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა თურქეთის მოქალაქეთა მტკიცე მხარდაჭერა თქვენი ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული რეფორმებისადმი, რომელთა შედეგადაც თურქეთმა დაძლია არაერთი გამოწვევა და მიაღწია ეკონომიკურ წარმატებებს.
საქართველოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მჭიდრო სახელმწიფოთაშორისი და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ განვითარებას თურქეთთან. ჩვენთვის ძალზე ფასეულია, რომ წლების მანძილზე განუზომელი წვლილი შეგაქვთ საქართველო-თურქეთის კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კვლავაც წარმატებულად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნებისა და მთელი რეგიონის საკეთილდღეოდ.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო.
პატივისცემით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
თურქეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტს,
მის აღმატებულებას, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანს
ანკარა“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები