ოთარ დანელია ENPARD-ის კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ოთხი ძირითადი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის: Oxfam (დიდი ბრიტანეთი), care (ავსტრია), Peoplein Needda Mercy Corps (შოტლანდია) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტების და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებმა მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ დეტალურად ისაუბრეს ENPARD-ის პროექტების ფარგლებში უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენეთა პერმანენტული შეხვედრების გამართვა, რათა მოხდეს ინფორმაციის გაცვლა უკვე გაწეულ სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ENPARD-ის ფარგლებში მიმდინარე პროექტების პრეზენტაციას მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი, იური ნოზაძე და გოჩა ცოფურიშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები