ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მედიატური მოაწყო

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივით (EPI), ფოთსა და ბათუმში მედიის წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სემინარი გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის მიზანი იყო მედიის ინფორმირებულობის გაზრდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფუნქციების, მნიშვნელობის, მის მიერ გადამხდელებისათვის შეთავაზებული თანამედროვე სერვისების შესახებ. მედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, სემინარის ფარგლებში მოეწყო მედიატური, რომლის დროსაც ჟურნალისტები ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და გაფორმების პროცედურებს გაეცნენ. მათ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად დაათვალიერეს სარფის საბაჟო – გამშვები პუნქტი, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს საბაჟო -გამშვები პუნქტების საქმიანობისა და საბაჟო პროცედურების თაობაზე. სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სამომავლო გეგმების შესახებ. სემინარის მიმდინარეობისას გაიმართა ახალი საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები