მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

  თბილისის მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ზოგიერთი ადამიანი დავით ნარმანიასთან შეხვედრას ურიგოდ ცდილობს.
მოქალაქეების ნაწილი ასევე უპირისპირდება მერიის დაცვას და შენობაში შესვლას ითხოვს. თუმცა, მერიის დაცვის თანამშრომლებმა მათ განუმარტეს, რომ შეუძლებელია ამდენი ადამიანის ერთდროულად შენობაში შესვლა. მათივე განმარტებით, როგორც კი მერიის შენობაში შესული ადამიანები მერთან შეხვედრას დაამთავრებენ, სხვები შეძლებენ მერიაში შესვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები