დავით სერგეენკო – მედიკამენტები არ გაძვირებულა

   საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასები არ გაზრდილა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პირიქით, ჰეპატიტის წამლებზე ფასები 60 %-ით დაკლებულია.
“წამლებზე დანახარჯი, ზოგადად, ჯანდაცვის დანახარჯების თითქმის 60 %-ს შეადგენს, რაც ძალიან მაღალია. მიღებულია, რომ ეს 30 %-ზე მეტი არ უნდა იყოს. ამას განაპირობებს ორი ფაქტორი, საკუთრივ მედიკამენტებზე ძვირი ფასი, რაც ასე იყო და ბოლო თვეების დინამიკა არ შეიმჩნევა, და მეორე – საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერა ექიმის მიერ.
ორივე ამ მიმართულებით მიდის მუშაობა. ფასების ჩამოწევას უზრუნველყოფს ორი ფაქტორი – ხარისხის კონტროლი, რაზეც მუშაობას ვასრულებთ და ამის საფუძველზე კონკურენციის შექმნა. ეს ინერციული პროცესია, დრო დასჭირდა, მაგრამ, ვფიქრობ, წარმატებით განხორციელდება. რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების გაზრდის შესახებ ინფორმაციას, ფასები არ არის მომატებული, პირიქით, ჰეპატიტის წამლებზე 60 %-ით დაკლებულია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამლებზე ფასებმა საგრძნობლად მოიმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები