თბილისის მერიასთან ინციდენტი მოხდა

  რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერიასთან ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც დავით ნარმანიასთან შეხვედრის რიგში იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ასევე, მცირე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ქალბატონებმა რიგთან დაკავშირებით იკამათეს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები შეკრებილნი არიან დედაქალაქის მერთან შეხვედრის მოლოდინში. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, 2100 განაცხადია შესული. აქედან 1700 მოქალაქე უშუალოდ ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები