ჯგუფ „iLinx“- ის მუსიკალური ტური საქართველოში
ჯგუფი „iLinx“ საქართველოში მუსიკალური ტურით იმყოფება. მუსიკოსები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა კლუბში და 15 აგვისტოს შაორზე, „შვილიშვილი ფესტივალზე“ დაუკრავენ. დუეტი ლვოვიდან და კოპენჰაგენიდან 2012 წელს დაარსდა, როდესაც ორივე მონაწილე აკუსტიკურ პანკკონცერტზე მოხვდა. ისინი კონცერტებზე ავტოსტოპით მოგზაურობენ. მათი მუსიკა პოლიტიკურია, რომელიც ეფუძნება მეგობრობას და DIY-ს. უკრავენ უბრალო აკუსტიკურ მუსიკას, მღერიან სიყვარულზე, ფემინიზმზე, საზღვრების გარეშე მსოფლიოზე და ისევ და ისევ სიყვარულზე.