სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, ბრძოლას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა; 300 ათასი დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები