ირაკლი ზარქუა: ქვეყანაში ვინც შემოდის, ყველა კონტროლდება
“ყველა შემოსული ფილტრს გადის, კონტროლდება და ყველა აყვანილია ყურადღების ცენტრში”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა საქართველოში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ნაკადის ზრდასთან დაკავშირებულ კითხვას.
ზარქუას თქმითვე, 2019 წელს საქართველოში რუსეთის 3-ჯერ მეტი მოქალაქე იყო, როგორც ტურისტი.
“ბოლოს რადიკალურ ოპოზიციას და მათთან აფილირებულ გარკვეულ ექსპერტებს მცდელობა ჰქონდათ, რომ შემოდინება და შემოსევაა. მარტივი სტატისტიკა უნდა აიღოთ და ნახავთ, შავით თეთრზე წერია როგორც შემომსვლელები ლარსზე, ასევე, ვინც ჩამოფრინდა თვითმფრინავით, ასევე, სარფის გამშვები პუნქტიდან შემოსული და გასული ადამიანები, ბალანსი ჯდება – 52 000. მათგან უმეტესი არის ეთნიკურად ქართველი, ესაა რეალობა, იქ არიან ასევე უკრაინელები, ბელარუსები, ყველა ერთმანეთს ჰგავს და რუსულად საუბრობენ ძირითადად. ასე რომ ნუ ატყუებთ საზოგადოებას. 2019 წელს 3-ჯერ უფრო მეტი იყო რუსეთის მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში, როგორც ტურისტი. ყველა შემოსული ფილტრს გადის, კონტროლდება და ყველა აყვანილია ყურადღების ცენტრში”, – განაცხადა ზარქუამ.