ნინო გიორგობიანი – „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაზე: მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს წარმატებული სპეცოპერაციისთვის

საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი ქუთაისში ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგობიანი წარმატებული სპეცოპერაციისთვის შს მინისტრს და თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის.

„დამნაშავე დაკავებულია! მძევლები თავისუფლები არიან! მადლობა პირადად ვახტანგ გომელაურს და  თითოეულ პოლიციელს ამ წარმატებული სპეცოპერაციისთვის“, – წერს ნინო გიორგობიანი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. თავდასხმა ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე დილის 11 საათზე განხორციელდა. მძარცველს მძევლები ჰყავდა აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, „სპრინტერის“ ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა. ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდებოდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები