"ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა"

  გეგუთის ციხეში ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გახარია აცხადებს. მისივე თქმით, ორ მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანება მართლაც აღენიშნება, რაზე გამოძიება დაწყებულია.
“ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების მიმართ ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ორი პატიმრის ფიზიკური დაზიანების მიზეზს ვერ გეტყვით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია, გამოძიება გადაცემულია პროკურატურისთვის. სანამ ოფიციალური პასუხი არ იქნება მე ამ საკითხზე კომენტარისგან თავს შევიკავებ,” – აცხადებს გახარია.
გიორგი გახარია, ასევე არ ადასტურებს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები