“უნივერსამის” დამფუძნებელი: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ “ქეშბექს” კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ “ქეშბექს” კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ “უნივერსამის” დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა განაცხადა.
მან ისაუბრა დიდი და პატარა ქსელების “ქეშბექებთან” და შეთავაზებებთან მიმართებით განსხვავებულ მიდგომაზე.
“გაიყვანს ერთი ქსელი, დავუშვათ, “კოკა-კოლას” და აქვს “პეპსი”, მას “პეპსი” 50 პროცენტიან ფასდაკლებას აძლევს და იმას მე ფასში ვერასდროს გავეკიდები, მაგრამ მას უღირს, იმიტომ, რომ თვითღირებულება ისედაც ლარ-ნახევარი აქვს და 4 ლარად გვთავაზობს და 50 %-ს აძლევს 2 ლარად, ის ყიდის 3 ლარად, მე კი 4 ლარად ვიღებ, ბუნებრივია, მაჯობებს. ქსელებს შემცირებული აქვს გასაყიდი პროდუქცია 1000 SQ-მდე [შეთავაზება], უდევს ორი კარაქი და მიდის ახალი მომწოდებელი, ეუბნება რომ კარაქი მაქვს – [ქსელი] ეუბნება, თუ არ მომცემ 50 პროცენტს, სულ ორი კარაქი მჭირდება, ან გადამიხადე 50, ან არ მინდა საერთოდ შენი კარაქი, ან იგივე ალკოჰოლი. სულ იყიდება 30-40 SQ ძირითადად, მაგრამ, დისტრიბუტორებთან ამ ურთიერთბებიდან გამომდინარე, ხშირად გვაქვს პატარა ქასელებს, 200 და 300 SQ. დიდი ქსელი ამას არ იღებს – იღებს იმ 50-ს რომელიც ყველაზე ღრმა ფასდაკლებას აძლევს და ერთგვარ კონკურენციას აჩაღებს,” – აღნიშნა ღუდუშაურმა.