ხაინდრავა – “ნაცების” მმართველობის პერიოდზე: რა იყო ეს, ქალბატონო ელჩო დეგნან – რუსული პროპაგანდა თუ დემოკრატია?!

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში 10 წლის წინანდელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის”  ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრობს:

“10 წლის წინ. არც “ქართული ოცნება” არ არის ჯერ და არც “ოთხეულად” მონათლული დეპუტატების ჯგუფი. არის ძალადობა, განუკითხაობა, სისასტიკე, უკანონობა, “ნაცების” თარეში და… აშშ-ის საელჩოს დუმილი. რა იყო ეს, ქალბატონო ელჩო დეგნან – რუსული პროპაგანდა თუ დემოკრატია?! ბასსაც ვეკითხებოდი…”, – წერს ხაინდრავა “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები