რაჭაში, ავარიას ძმები – ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ემსხვერპლნენ

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ძმები – ნიკა და თორნიკე გაგნიძეები ესხვერპლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ძმები ადგილზე გარდაიცვალნენ.

ამასთან, დაშავებულია მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ტრაგედიას სოციალურ ქსელში ანსამბლი „დიდგორი“ ეხმაურება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„დიდ მწუხარებას გამოთქვამთ ანსამბლ „ძირიანის“ წევრის ნიკა გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის გარდაცვალების გამო. თავზარდამცემი ამბავია, რამაც ყველა შეგვძრა. ღმერთმა აცხონოს ბიჭებო თქვენი სული. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ძირიანს, რაჭას და სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები