23-24 აგვისტოს ლიტერატურული კონკურსი “ოდეონი” გაიმართება

   23-24 აგვისტოს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ღორეშის მემორიალური მუზეუმის ეზოში ტრადიციულ ლიტერატურული კონკურსს “ოდეონი” გამართავს. მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა ავტორს, ვისაც თუნდაც ერთი წიგნი აქვს გამოცემული, ან არის რომელიმე ლიტერატურული კონკურსის საპრიზო ადგილის მფლობელი.
კონკურსი ღია ცის ქვეშ, ღამის თევით გაიმართება. კონკურსანტებს ღამის გათევა მოუწევთ კარვებში, ხოლო საკონკურსო თემა გამოცხადდება კონკურსის დაწყების წინ. 24 საათის განმავლობაში კონკურსანტებს მოუწევთ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა, ჟანრი შეუზღუდავია (გარდა რომანისა და პოემისა) , ნამუშევარი არ უნდა აღემატებოდეს 3-4 თაბახის ფურცელს. კონკურსში მონაწილისათვის სავალდებულოა ანკეტის შევსება, რომელიც თეატრის გვერდზეა განთავსებული. პირველი სამი ადგილის მფლობელს ფულადი პრიზები გადაეცემა.
კონკურსის ფარგლებში, 23 აგვისტოს, 19 საათზე ლიტერატურული თეატრი გამართავს დეკანოზ თავმასი ჩოხელისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენას: ” მთამ დაგილოცა სავალი გზები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები