იაპონური ხელოვნება შინრინ-იოკუ, ანუ როგორ ვისეირნოთ ტყეში სწორად

თუკი ერთხელ მაინც გისეირნიათ ტყეში, მაშინ აუცილებლად იგრძნობდით მის კარგ ზეგავლენას საკუთარ თავზე. ფოთლებისა და წიწვების სურნელი, სუფთა ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი და ხეების შრიალი… ყველაფერი ეს ძალიან კარგად ადუნებს ადამიანს და სასიცოცხლო ძალებს აღუდგენს. ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრს მუშაობენ და ცოტას ისვენებენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არ არის გასაკვირი, რომ იაპონელებმა, რომლებიც მთელ მსოფლიოში თავისი შრომის მოყვარეობით არიან ცნობილები, ტყეში სეირნობა ხელოვნებად – შინრინ-იოკუდ აქციეს.

შინრინ-იოკუ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ტყის აბაზანა“. ეს გულისხმობს ტყის ატმოსფეროში სრულ ჩაძირვას დასვენების, გადატვირთვის და ენერგიის აღდგენის მიზნით.

იაპონიაში „ტყის აბაზანის“ მიღების პრაქტიკა 1982 წლიდან დაწიყო. სწორად მაშინ ტყეში გასეირნების სარგებელი ოფიციალურად აღიარეს.
იმის შესახებ, რომ ტყეში სერინობა ძალიან სასარგებლოა, იაპონელებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გაიგეს. რიგი გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ „ტყის თერაპია“:
ზრდის შრომისუნარიანობას;
აძლიერებს იმუნიტეტს;
ხელს უწყობს სისხლის წნევის ნორმალიზებას;
ორგანიზმს ენერგიით აჯერებს;
ამაღლებს განწყობას;
დადებით ზეგავლენას ახდენს მხედველობაზე, ორგანოებსა და კუნთებზე;
ზრდის ყურადღების კონცენტრირებას.
ერთად ყველა ეს ფაქტორი კარგი პრაქტიკაა მოდუნებისა და ძალების აღსადგენად. დამტკიცებულია, რომ „ტყის აბაზანები“  ადამიანს დეპრესიის დაძლევაში, ფიზიკური გამოფიტვისგან, სტრესისა და გაღიზიანებადობის დაძლევაში ეხმარება. ცხადია, შინრინ-იოკუს ადამიანის ყველა ავადმყოფობის პანაცეად ჩათვლა არ შეიძლება, მაგრამ ის, რომ „ტყის აბაზანები“ კარგად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, ეჭვგარეშეა.
იმისათვის, რომ პროცედურამ მაქსიმალური ეფექტი მოიტანოს, თქვენ უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისიამოვნოთ სეირნობით. როცა ტყეში მიდიხართ, ნუ დაისახავთ მიზნად, გახდეთ უფრო ენერგიული ან გამოჯანმრთელდეთ. პირველყოვლისა, სეირნობით და სუფთა ჰაერით დატკბით. მიეცით საშუალება თქვენს სხეულს, დაისვენოს და იგრძნოს  ბუნებასთან ერთიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები