ირანი ამტკიცებს, რომ ომის დასრულება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ამის შესახებ ისლამაბადში მოლაპარაკებების წინ მედიას ირანის მაღალჩინოსანმა განუცხადა.
„თუ ომის დასრულება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით არ იქნება უზრუნველყოფილი, ჩვენ მიერ წამოყენებული პირობების საფუძველზე, ჩვენ სრულად მზად ვართ, განვაახლოთ სამხედრო მოქმედებები შეერთებული შტატებისა და სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ – ისევე, როგორც ამას ბოლო 40 დღის განმავლობაში ვაკეთებდით და კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გავაგრძელებთ“, – განუცხადა სააგენტო