მცხეთის დელეგაცია პროგრამის „ადგილობრივ დონეზე დემოკრატის გაძლიერება – გამჭვირვალე მთავრობა“ ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თამარ ელოშვილთან და გიორგი კვახაძესთან ერთად, პროგრამის „ადგილობრივ დონეზე დემოკრატის გაძლიერება – გამჭვირვალე მთავრობა“ ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ესტონეთის რესპუბლიკის ჰააფსალუს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა და ჰააფსალუს მერმა ურმას სუკლესმა მოაწერეს. აღნიშნული, მიზნად ისახავს ესტონელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის გაძლიერებას, ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კეთილდღეობისა და ურთიერთგანვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლის საფუძველს თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპი წარმოადგენს, უზრუნველყოფენ ორმხრივი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.
მათ შორისაა ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებები. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ესტონელი კოლეგები საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო სტრატეგიულ ხედვებს, სხვადასხვა კუთხით, უზიარებენ. შეგახსენებთ, რომ დამეგობრების პროცესი მცხეთაში ჰააფსალუს მუნიციპალიტეტის მერის ვიზიტის დროს, განზრახულობათა დოკუმენტზე ხელის მოწერით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები