რა მიზნით ჩავიდა ალასანია ავღანეთში? (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ სამხედრო ბაზა „ფენიქსზე“ ქართველი სამხედროები მოინახულა. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მეცამეტე ბატალიონის გაძლიერებული ოცეულს მეთაურმა თავდაცვის მინისტრს ოცეულის მისიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ოცეულის სამხედროებს შეხვდა და სიტყვით მიმართა: „ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავს აგრესორი დაგვესხა და ჩვენი ქვეყნის დაჩოქება სცადა. საქართველო ისტორიულად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ბევრჯერ ყოფილა დაპყრობილი და დანაწევრებული ჩვენი სამშობლო. მტერი გვიტევდა და გვართმევდა ტერიტორიებს. მაგრამ, ვერც ერთმა დამპყრობელმა, ვერც ერთმა აგრესორმა ვერ შეძლო წაერთმია ჩვენთვის მთავარი – მებრძოლი სული.
2008 წლის აგვისტოში ჩვენ 169 სამხედრო დავკარგეთ, დროებით დავკარგეთ ტერიტორიებიც. მაგრამ, ჩვენ არ დაგვიკარგავს ის, რაც თითოეულ ჩვენთაგანს სისხლში აქვს – ღირსება და სამშობლოს ერთგულება.
ქართული ხუთ ჯვრიანი დროშა ამაყად ფრიალებს ყველგან, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ბაზებია. თქვენმა სიმამაცემ იხსნა ქვეყანა 2008 წელს. თქვენი სიმამაცის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში.
თქვენ, სამშობლოსგან შორს, იცავთ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. გერქვას ჯარისკაცი საპატიო და მძიმე ტვირთია. გისურვებთ, კვლავაც ღირსეულად გეტარებინოთ ეს ტვირთი. ღმერთი იყოს ჩვენი შეიარაღებული ძალების და საქართველოს მფარველი!“
თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება უსურვა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილიც იმყოფებიან.

10560590_819046448128099_69465827253583189_o

10548099_819046391461438_785014127228692077_o

10494511_819046601461417_6901312758983705527_o

 10497920_819046394794771_4480239452274640442_o (1)

1800005_819046398128104_1126994816390351656_o

10446258_819046571461420_2422877492683035761_o

10575367_819046481461429_2105587723607525043_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები