“აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უჭერს მხარს” – ოფიციალური განცხადება
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ამის შესახებ უწყების Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.
“აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და ერთგულებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.