“Facebook-ის გვერდი მომხმარებლებს რუსულ ენაზე პასუხობს ” – “პიაცა ბათუმი” ტექნიკური ხარვეზისთვის ბოდიშს იხდის

ტექნიკური ხარვეზის გამო, „პიაცა ბათუმის“ Facebook-ის გვერდის ავტომოპასუხე მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობს, რამაც სამართლიანად მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია, – ამის შესახებ “პიაცა ბათუმის” ფეისბუქგვერდზე წერია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “პიაცა ბათუმი” გმობს საქართველოს ოკუპაციას.

“ტექნიკური ხარვეზის გამო, „პიაცა ბათუმის“ Facebook-ის გვერდის ავტომოპასუხე მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობს, რამაც სამართლიანად მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია.
ჩვენი მხრიდან აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა, დაუდგენელია, რეალურად, წარმოქმნილი პრობლემა არის ტექნიკური თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზით.
„პიაცა ბათუმის” მენეჯმენტი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები