გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროში “ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა“ მოკვლევის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მის კოლეგა, ბაია კვიციანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო შეხვედრა გამართეს – თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ დონეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალებისა და გოგოების ფოკუს ჯგუფებთან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პარლამენტის გენდერული საბჭოს ინიციატივით განხორციელდა თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ფარგლებში „ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა“.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი კვლევები დაგვეხმარება საჭიროებებისა და გამოწვევების ზუსტი სურათის გამოვლენაში, რაც შემდგომში მოგვცემს შესაძლებლობას აღმოვფხვრათ არსებული სირთულეები და შევქმნათ თანაბარი გარემო პირობები“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეხვედრებს უძღვება თემატური მოკვლევის წევრი ბაია კვიციანი უძღვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები