ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ კანოისტებს სლოვაკეთის საერთაშორისო რეგატაზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.

ფოთის მერიის ცნობით, საბა მალანია 16-წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში 200, 500 და 1000-მეტრიან დისტანციებზე ოქროს მედლების მფლობელი გახდა, ხოლო სანდრო ჭოჭუამ 18-წლამდელთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ვაჭარაძემ მათ წარმატებები უსურვა.

,,ვულოცავთ საბასა და სანდროს, ასევე მათ მწვრთნელებს – ზურაბ მალანიასა და მურმან მალანიას – მიღწეულ წარმატებას. გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას საერთაშორისო ასპარეზზე“, -განაცხადა ფოთის მერმა.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები