სოფელ ბრეძაში გზის მოწესრიგება მიმდინარეობს

“სოფელ ბრეძაში მიმდინარეობს შიდა გზის მოწესრიგების სამუაშოები”,- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა330 გრძ. მეტრი გზის საფარი და გვერდულები ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
ამ ეტაპზე დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, მოეწყო საფუძველი და მიმდინარეობს გზის საფარის დაგება არმირებული რკინა-ბეტონის საფარით.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ნიბელაკომპანი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები