გივი მიქანაძემ ბათუმში, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრმა, ახალგაზრდობის მიმართულებაზე პასუხისმგებელმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბათუმში, ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან.

პარლამენტის ინფორმაციით,
გივი მიქანაძემ ისაუბრა ახალგაზრდების კარიერული წინსვლის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ერთი ნაწილი უკვე მიღებულია, მეორე ნაწილი კი განხილვის პროცესშია.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა კომიტეტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, რაც ორიენტირებულია კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაზე ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ინიცირებულ მოლაპარაკებებზე ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნებთან, რომლის მიზანია ქუთაისში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნება. გივი მიქანაძემ ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ისაუბრა იმ პრიორიტეტებისა და ნოვაციების შესახებ, რაც ხელს უწყობს აჭარაში ახალგაზრდების განვითარებას. ყურადღება გამახვილდა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებზე ახალგაზრდობის სფეროში.

შეხვედრის ფარგლებში, რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ, რაც რეგიონში დაგეგმილ და მიმდინარე აქტივობებში ახალგაზრდობის ჩართულობას ხელს უწყობს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები