ეროვნულ ბიბლიოთეკაში „რეპრესირებული“ წიგნების დარბაზი გაიხსნა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში რეპრესირებული წიგნების დარბაზი გაიხსნა. ბოლშევიკური მთავრობის მიერ საბჭოთა ეპოქაში „დაპატიმრებული“ წიგნების დიდი ნაწილი, რომლებიც ქართველ ავტორებს და რუს რევოლუციონერებს ეკუთვნოდათ, საბჭოთა იდეოლოგიისათვის მიუღებელი იყო. სამეცნიერო, მხატვრული და ისტორიული ლიტერატურა ათეული წლების განმავლობაში სპეციალურ ფონდებში იყო დაცული. ათასობით დაპატიმრებული წიგნის არსებობის შესახებ მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი.