„ევროკავშირი მზად არის, იმოქმედოს პრინციპით – “თვალი თვალის წილ”
ევროკავშირი მზად არის, იმოქმედოს პრინციპით – “თვალი თვალის წილ” – ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გერმანიაში რიჰარდ კიუნელმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, რიჰარდ კიუნელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის, რუსული ავიაკომპანიების კუთვნილ თვითმფრინავებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალოს, თუ რუსეთი ევროპულ ავიაკომპანიებს ციმბირის თავზე ფრენების საშუალებას აღარ მისცემს. “საჰაერო კორიდორები საერთაშორისო შეთანხმებით არის დადგენილი და რუსეთი ვალდებულია, დაიცვას ეს შეთანხმება“,- აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.