თამარის ციხეზე აღმოჩენილ ნიმუშებს ოქსფორდის უნივერსიტეტში იკვლევენ
დარიალის ხეობაში საერთაშორისო ექსპედიციის გათხრების შედეგად გამოჩენილი ნახშირი შესასწავლად ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიგზავნა. 7 თვის კვლევის შემდეგ არქეოლოგები მიიღებენ თარიღს, რომელსაც ეს ფენა განეკუთვნება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია კერამიკა, მინის ნაკეთობები, დეკორატიული ნივთები და სხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები.
ქართულ-შოტლანდიური ექსპედიცია უძველეს თავდაცვის სისტემას იკვლევს. თუ აღმოჩენილი ფენა დაადასტურებს, რომ ის მესამე საუკუნით არის დათარიღებული, ამით ისტორიული წყაროების ცნობები საბოლოოდ დადასტურდება, რომ დარიალის ხეობაში კარიბჭე ჩრდილო მომთაბარეების შემოსევებისგან სასანური იმპერიის, ანუ იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი თავდაცვითი ფარი იყო.
აღმოჩენის პირველ ნიმუშებს უკვე იკვლევენ ოქსფორდის უნივერსიტეტში.