დარიუშ ეჟერსკი ფოთის თეატრში სპექტაკლზე „ჩემს ბაღში ომია“ მუშაობს
ვესლავ მისლევსკის სპექტაკლის “ჩემს ბაღში ომია” სასცენო ვერსიის სცენოგრაფია თამარ ოხიკიანს ეკუთვნის, რედაქტორი ზაზა ჭანტურიაა, მასში ნაირა ჭიჭინაძე, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, ჯანო იზორია, გენო შონია და შოთა სასანია მონაწილეობენ.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მოწვევით უკვე ერთი თვეა ფოთში სამუშაო ვიზიტით პოლონელი რეჟისორი დარიუშ ეჟერსკი იმყოფება. რეჟისორი თეატრის მსახიობებთან ერთად ვესლავ მისლევსკის პიესას – ,,ჩემს ბაღში ომია“ დგამს.
უსამართლობისაგან და მუდმივი შიშისაგან დაღლილი ოჯახი თავის ბაღში ცდილობს, იპოვოს უსაფრთხო გარემო, თუმცა როდესაც მათ მათზე სუსტი ჩაუვარდებათ ხელში, ძლაუფლება აქცევს თუ არა სხვების უსამართლობისაგან დაქანცულ ადამიანებს მოძალადეებად? საბოლოოდ, ამ ოჯახის ბაღშიც აღწევს ის ომი, რომელიც ანგრევს მათ შინაგან გარემოს.
,,ომი სიგიჟეა, ომი უნდა დამთავრდეს“. ეს ომი მათთვის ოჯახის ყველაზე უსაფრთხო ადგილზე – ბაღში სრულდება, რომელიც ბიბლიურ სამოთხეს განასახიერებს, სადაც შემოდის მესამე ძალა – ბოროტება, როგორც მარადიული ქაოსის სიმბოლო.
სპექტაკლის პრემიერა 15 აგვისტოს შედგება.