ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე და მესხეთის თეატრის სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ ჩარგალში

14 ივლისს, 15:00 საათზე, ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის ეზოში, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, მისი მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
„14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას 161-ე დაბადების დღის აღსანიშნავად (თარიღზე არ ვიკამათოთ, დავუშვათ, რომ ერთ-ერთია), მესხეთის სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ვაჟას სახლ-მუზეუმის ეზოში წარმოადგენს სპექტაკლს „სტუმარ-მასპინძელი”.
სანდრო ახმეტელის სახელმწიფო თეატრის, პანტომიმის თეატრის და რუსთავის თეატრის შემდეგ, მესხეთის სახელმწიფო თეატრი, უკვე მეოთხე დასია, ვინც ვაჟა-ფშაველას ფონდის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟას ეზოში, ვაჟას დაბადების დღის აღსანიშნავად, ვაჟას ნაწარმოების საკუთარ სასცენო ვერსიას წარმოადგენს.
ვაჟას და თეატრის თაყვანისმცემლებს ვაჟას ეზოში საინტერესო სანახაობა ელით!
ამინდები და გზა კარგია, ამან არ დაგაფიქროთ.
წარმოდგენა დაიწყება 3 საათზე!
გელოდებით, კიდევ ერთი დღე ვაჟასთან და თეატრთან ერთად, ვაჟას ეზოში“! – წერს ლელა რაზიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები